ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ნემანია მატიჩის საქმე გამოიძია და სერბეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.
21 თებერვალს ლონდონის “ჩელსის” და “ბარნლის” საპრემიერლიგო მატჩის 70 წუთზე ნემანია მოედნიდან გააძევეს. ეშლი ბარნსიმ მატიჩის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, ფეხში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც მატიჩი ფეხბურთელს მიუვარდა და მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. მთავარმა არბიტრმა “ბარნლის” თავდამსხმელს ყვითელი ბარათიც კი არ მისცა, ბალკანელი კი წითელი ბარათით დასაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით “არისტოკრატები” აღშფოთდნენ და მატიჩის დისკვალიფიკაციას გააპროტესტებენ.