ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Goal.Com-მა ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა მეტი, ორ-ორი მოთამაშე “მალაგადან” და მადრიდის “რეალიდან” არიან წარდგენილები.
24-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: დიეგო ალვეში (“ვალენსია”);
მცველები: აიმერიკ ლაპორტე (“ბილბაო”), რაფაელ ვარანე (“რეალი”), რობერტო როსალესი (“მალაგა”);
ნახევარმცველები: სერხი დარდერი (“მალაგა”), ისკო ალარკონი (“რეალი”), ხაბი პრიეტო (“სოსიედადი”), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”);
თავდამსხმელები: ნოლიტო (“სელტა”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), დავიდ ბარალი (“ლევანტე”).