ფეხბურთი

21:58 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” და “სიტი” “კალიარის” ფეხბურთელით დაინტერესდნენ

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” “კალიარის” ახალგაზრდა ნახევარმცველის გოდფრედ დონსასთვის ბრძოლაში ჩაებნენ. 18 წლის განელ ფეხბურთელს დიდი ხანია თვალი ლონდონის “ტოტენჰემმა” დაადგა და აფრიკელის ასპარეზობას თვალს ადევნებს.

იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში “კალიარი” “ინტერთან” შინ 1:2 დამარცხდა და დონსამ შეუცვლელად ითამაშა. აღნიშნულ დაპირისპირებას “ქალაქელთა” სკაუტებმაც მიადევნეს თვალი.

ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესს განიცდის. გასული წლის იანვარში ნახევარმცველი 100 000ევრო ღირდა, ახლა კი - 2 მილიონი. დონსა სარდინიულმა კლუბმა 2014 წლის 17 ივლისს 2.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. აქვე ცნობილი ხდება, რომ “კალიარი” ფეხბურთელს 10 მილიონ გირვანქაზე ნაკლებად არ გაყიდის.

მიმდინარე სეზონში განელმა ჩემპიონატში 15 შეხვედრა გამართა, გაიტანა 2 გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

0.118399