ჭადრაკი

21:42 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟთა შორის

დღეს დაიწყო ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის 23-ე ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი მასპინძლობს.

აღნიშნულ ჩემპიონატში ევროპის 33 ქვეყნის 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა 4 ქართველი მოჭადრაკე, ესენი არიან: საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია (2615 რეიტინგი), ვიცე-ჩემპიონი მიხეილ მჭედლიშვილი (2586), ბრინჯაოს მედლის მფლობელი დავით ჯოჯუა (2579) და ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი (2475).

ასპარეზობა, რომელიც შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ტარდება 9 მარტს დასრულდება. ასპარეზობის საპრიზო ფონდი 110 000 ევროს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტ 16 000 ევროს I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს.

0.115544