ფეხბურთი

18:42 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს “ჩელსის” დამარცხება ეამაყება

მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელი თავკაცი goal.com-ს ესაუბრა. სიმეონემ განაცხადა, რომ მისი განვლილი კარიერის საუკეთესო მომენტი შარშან გაზაფხულზე ლონდონის “ჩელსის” დამარცხებაა.

“ჩემი საუკეთესო მომენტი ‘ჩელსის” წინააღმდეგ მოგებული თამაშია. სწრაფმა გაშვებულმა გოლმა ჩვენს თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა”, - თქვა სიმეონემ.

მადრიდელთა სამხრეთამერიკელი დამრიგებელი გერმანული “ლევერკუზენის” წინააღმდეგ მოახლოებულ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებასაც შეეხო.

“მნიშვნელოვანი თამაში იქნება. მათ რამდენიმე ვარიანტი აქვთ ნახევადაცვასა და შეტევაში, თანაც სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ”.

არგენტინელმა მიმდინარე სეზონის ფავორიტებსა და საკუთარი გუნდის შანსებზეც ისაუბრა.

“რეალი”, “ბაიერნი” და “ბარსელონა” სხვებისგან განსხვავედებიან. მათ შემდეგ მოვდივართ ჩვენ და სხვა დანარჩენი გუნდები. ვფიქრობ, სიურპრიზების შემოთავაზება წელსაც შეგვიძლია”, - განაცხადა სიმეონემ.

“ატლეტიკოსა” და “ლევერკუზენის” დაპირისპირება 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

0.122376