“ბარსელონას” მცველ თომას ვერმალენს ფეხის ტრავმა გაუმეორდა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იუწყება.
29 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ბარძაყის კუნთის მყესის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა, ცოტა ხნის წინ, რბენა განაახლა. თუმცა, 24 თებერვალს კუნთის ტკივილის გამო ვარჯიში შეწყვიტა.
ვერმალენი “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა, მაგრამ არცერთი თამაში ჩაუტარებია. დიდი ალბათობით, ბელგიელი მინდორს ზაფხულში დაუბრუნდება.