ფეხბურთი

14:23 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: “ვან გაალს ჰგონია, რომ ამქვეყნად ყველაფერი იცის”

ინგლისის “საუთჰემპტონის” ჰოლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, თანამემამულე ლუის ვან გაალი გააკრიტიკა.

“როდესაც გუნდში ვან გაალი მოგყავს, ოსტატობა მოგაქვს. თუმცა, ამასთანავე მოგყავს ადამიანი, რომელსაც ჰქონია, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი იცის. ამის გამო გუნდში კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვება.

ვან გაალსა და მას შორის დიდი განსხვავებაა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ, “ბარსელონაში” მისი ასისტენტი ვიყავი. ვან გაალისგან ბევრი ვისწავლე. თუმცა, როგორც ის მოთამაშეებს ეპყრობა, ჩემს სამუშაო მანერასთან საერთო არ აქვს - ფეხბურთელებზე ასეთ ფსიქოლოგიურ წნეხს არ ვახდენ.

ვან გაალის გუნდში შიშის ფაქტორი მოქმედებს. მოთამაშეებს მის მიმართ ხშირად არაჯანსაღი რიდი აქვთ. ეს ყოველთვის კარგი არაა.

ვან გაალის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლის შემდეგ, ჰოლანდიის ფედერაციას ისეთი სპეციალისტი უნდა მიეწვია, რომელსაც უფრო “რბილი” მიდგომა აქვს. მწვრთნელი, რომელიც ვან გაალზე უფრო მშვიდია”, - იუწყება კუმანის სიტყვებს გამოცემა Daily Mirror-ი.

0.120223