ფეხბურთი

10:58 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხერარდ პიკე: “სიტი” ევროპის 5 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთია”

კატალონიური “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად გასამართი მატჩის წინ მეტოქის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ამ წყვილის პირველი შეხვედრა დღეს საღამოს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, 28 წლის ფეხბურთელმა კი, ინტერვიუ უეფას ოფიციალურ საიტს მისცა:

“ვფიქრობ, მომავალი თამაში იმის მსგავსი იქნება, როგორიც შარშან გვქონდა. მაქსიმალური მობილიზება გვმართებს დაცვაში და დარწმუნებული ვარ, მომენტებსაც შევქმნით. “მალაგასთან” მარცხი წარსულში უნდა დარჩეს. ის იმდენად საწყენი არ ყოფილა, როგორც “რეალ სოსიედადთან” სტუმრად წაგება.

როგორ ითამაშებს მოწინააღმდეგე, შენს კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც მივაჩვიეთ და შევეცდებით ბურთი დიდხანს ვაკონტროლოთ. შევეცდებით შევუტიოთ, რასაც მეტოქეც გააკეთებს. ადვილია შეტევა, თუკი შენს წინ სივრცეები იშლება. ვნახოთ, რა განლაგებით გამოვა მოედანზე “მანჩესტერ სიტი”. ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს გუნდი, რომელიც ერთ-ერთია ევროპის 5 საუკეთესო გუნდს შორის”.

0.121725