უახლოეს პერიოდში “ლივერპულის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯორდონ აიბი “წითლებთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Goal-ის მტკიცებით, 19 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელებისგან ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ შეთავაზებას მიიღებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მიიღო გადაწყვეტილება და ჯორდონი ჩემპიონშიპის “დერბი ქაუნთში” განათხოვრებიდან გუნდში დააბრუნა, რის შემდეგაც აიბი “ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ იქცა.
კლუბთან ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.