ფეხბურთი

2:10 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” გაასამა, "ნაპოლი" სამ ქულამდე მივიდა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტური ორშაბათს ორი მატჩით გაგრძელდა. თავდაპირველად ნეაპოლში, “ნაპოლიმ” “სასუოლოს” უმასპინძლა, ხოლო შემდგომ სარდინიაზე “კალიარი” მილანის “ინტერს” დაუხვდა.

მესამე ადგილოსანმა რაფა ბენიტესის “ნაპოლიმ” წლეულს კარგად მოასპარეზე “სასუოლო” მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ მეორე ნახევარში მასპინძლებმა ორჯერ იხეირეს. ანგარიში კოლუმბიელმა დუვან ძაპატამ გახსნა, რომელმაც მარეკ ჰამშიკის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს მისადგომებთან კარგად ითამაშა და სტუმართა მეკარეს, ანდრეა კონსილის აუღებელი დაურტყა. “ნაპოლიმ” მეორე გოლის გატანა მალევე მოახერხა. ამჯერად უკვე ასისტენტის როლში ძაპატა მოგვევლინა, გოლი კი სლოვაკმა ჰამშიკმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვებით ნეაპოლურმა გუნდმა 45 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ “რომას” 3 ქულამდე მიაუხლოვდა. “სასუოლოს” კი 29 ქულით მე-12 ადგილი უკავია.

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო რობერტო მანჩინის “ინტერმა”. ამჯერად “ნერაძურიმ” გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარის” აჯობა. “ნაპოლი” “სასუოლოს” მატჩის მსგავსად პირველმა ტაიმმა სარდინიაზეც უგოლოდ განვლო. მეორე ნახევარში კი მაყურებელმა სამი გატანილი იხილა. ანგარიში სტუმართა ხორვატმა ლეგიონერმა მატია კოვაჩიჩმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა ზუსტად. მანჩინის შეგირდებმა სხვაობა ორამდე მალევე გაზარდეს. არგენტინელმა მაურო იკარდიმ მეტოქის საჯარიმოში მოხდენილად ითამაშა და ლამაზი გოლით ანაგრიშის სხვაობა გააორმაგა. იკარდიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში მე-14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში თანამემამულე კარლოს ტევესს წამოეწია. “კალიარიმ” დარჩენილ დროში გაბრძოლება სცადა, თუმცა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითა შეძლო. შეცვლაზე შესულმა სამუელე ლონგომ ძლიერად დაარტყმა, ბურთი კარის ძელს მოხვდა, იქიდან ასხლეტილი კი “ინტერნაციონალეს” კარის დარაჯ ხუან პაბლო კარიცოს ზურგში მოხვდა და ისე შევარდა კარში. დარჩენილ დროში მასპინძელთა მცდელობას თამაშის გადარჩენისა შედეგი არ მოჰყოლია. “ინტერმა” 36 ქულა დააგროვა და უკვე ევროზონაში შეაბიჯა. “კალიარი” კი ისევ და ისევ გასავარდნ ზონაში დარჩა.

“ნაპოლი” – “სასუოლო” 2:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 33.000

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, კულიბალი, ალბიოლი. გულამი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი (მესტო 89), ჰამშიკი (დე გუზმანი 82), გაბიდანი (მერტენსი 66); ძაპატა

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“სასუოლი” (4-3-3): კონსილი; ანტეი (ბიონდინი 12), აჩერბი, კანავარო (ბიანკო 22), გაცოლა; მისიროლი, ტაიდერი (ლაზარევიჩი 78), მაინიანელი; ბერარდი, ძაძა, ფლორო ფლორესი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ძაპატა (61), 2:0 ჰამშიკი (70)

გაფრთხილება: მაჯო (34), გარგანო (55), ძაპატა (65) – ბიანკო (38), მანიანელი (50)

გაძევება: მერტენსი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 8 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:3 გაფრთხილება: 3:2 გაძევება: 1:0

მსაჯი: დავიდე მასა

“კალიარი” – “ინტერი” 1:2 (0:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 9.000

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი; კრესეტიჯი (ჩეპიტელი 72), კონტი, დონსა; კოსუ (გალვაო 68), მ’პოკუ; კოპი (ლონგო 56)

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

“ინტერი” (4-3-2-1): კარიცო; კამპანიარო, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი (ერნანესი 83); კოვაჩიჩი (კუჟამონივიჩი 90), პოდოლსკი (დოდო 81); იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 კოვაჩიჩი (47), 0:2 იკარდი (68), 1:2 კაროცო (74, ა.გ)

გაფრთხილება: კოპი (39), აველარი (90) – ბროჟოვიჩი (13), კამპანიარო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 18 (11) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 8:7 გაფრთხილება: 2:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.

0.128564