ჩოგბურთი

22:04 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ფერერი - ლათინური ამერიკის “მეფე”

რიო დე ჟანეიროს ტურნირის ფინალში იტალიელი ფაბიო ფონინის 6:2, 6:3 დამარცხებისა და ტურნირის მთავარი პრიზის მოპოვების შემდეგ, 32 წლის ესპანელი დავიდ ფერერი კარიერის განმავლობაში 23-ე ტიტულის მფლობელი გახდა, ამასთან ლათინურ ამერიკაში ჩატარებული შეჯიბრებები მან ყველაზე მეტჯერ, მეშვიდედ მოიგო. ამ მაჩვენებლით ფერერმა ნიკოლას ალმაგროს (6 ტიტული) გაასწრო და ისეთ ჩოგბურთელებს სჯობს, როგორებიც გუსტავო კუერტენი, რაფა ნადალი და კარლოს მოიაა. ამ სამეულმა ლათინურ ამერიკაში 5 ტურნირის მოგება მოახერხა.

ფერერმა პირველად იმარჯვა რიოში, 2012-14 წლებში მიჯრით სამჯერ ბუენოს აირესში მოიპოვა მთავარი პრიზი, 2010-12 წლებში კი ბადალი არ ჰყავდა მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოს საჩოგბურთო შეჯიბრებაზე.

“რიოში პირველად ვიმარჯვე და კარიერის განმავლობაში 23-ე ტურნირი მოვიგე. ამით მეტად კმაყოფილი ვარ. გასულ კვირას კარნავალზე ვიყავი, ამასთან შეჯიბრებაზე მეტად კარგი საასპარეზო პირობები იყო. წლეულს მეორე ტურნირზე ვიმარჯვე. საკუთარი გამოსვლით და საუკეთესოთა შორის ყოფნით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა დავიდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067879