“მანჩესტერ სიტის” მარჯვენა მცველი პაბლო ზაბალეტა ჟურნალისტებთან წარსდგა და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” გასამართ 1/8 ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა მეტოქე აქო და განაცხადა, რომ მათ მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმა ჰყავთ.
“ბარსელონას” ალბათ მსოფლიოში საუკეთესო შეტევა ჰყავს. კატალონიელთა განკარგულებაში საოცარი ტრიოა და მათ წინააღმდეგ თამაში ურთულესია. ჩვენ ვეცდებით, რომ დაცვაში ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ და შეცდომები არ დავუშვათ.
ლუის სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. “ლივერპულში” ის შესანიშნავად თამაშობდა და ნელ-ნელა “ბარსელონაშიც” აჩვენებს თავის თამაშს. ეს მისი პირველი წელია “ბარსაში” და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, თუმცა ურუგვაელი მაინც ჩინებულად თამაშობს და კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება. ეს იქნება შეხვედრა, რომელშიც ორივე კლუბი სწრაფი და შემტევი ფეხბურთის ჩვენებას ეცდება. ყველაფერს ვიზამთ, რომ საკუთარი გულშემატკივრები კარგი თამაშით გავახაროთ”, - განაცხადა პაბლო ზაბალეტამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სამშაბათს 23:45 წუთზე დაიწყება.