ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის 22-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” ფიგურირებს.
“რეკორდმაისტერიდან” კვირის საუკეთესო გუნდში არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ.
სიმბოლურშია “ვოლფსბურგის” თავდამსხმელი ბას დოსტიც, რომელმაც ბერლინის “ჰერტას” დუბლი შეუსრულა.
22-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:
მეკარე: ჰორნი (“კიოლნი”);
მცველები: ვესტერგაარდი (“ვერდერი”), კლავანი (“აუგსბურგი”), მატიპი (“შალკე”);
ნახევარმცველები: გიუნდოგანი (“დორტმუნდი”), მაილი (“მაინცი”), რობენი, რიბერი (ორივე “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: ობემიანგი (“დორტმუნდი”), ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), დოსტი (“ვოლფსბურგი”).