დღეს გამოქვეყნებულ საჩოგბურთო რეიტინგებში როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა მოწინავე ოცეულებში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. შოტლანდიელი ენდი მარეი კლასიფიკაციის სამეულში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ბრიტანელმა რაფა ნადალი მეოთხე პოზიციამდე დააქვეითა.
ათეულშია ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ფრანგი გაელ მონფისი კი კვლავინდებურად უძლიერესი ოცეულის ბინადარია.
წინა კვირას პეტრა კვიტოვამ მესამე ადგილიდან რუმინელი სიმონა ჰალეპი „დააცურა“, თუმცა, გასულ კვირას ვლახელმა დუბაის ტურნირზე იმარჯვა, ამჯერად კვიტოვა შეავიწროვა და მესამე პოზიციაზე დაბრუნდა.
კვლავინდებურად პროგრესირებს ჩეხი კაროლინა პლიშკოვა. წინა კვირაში დაწინაურების შემდეგ, დუბაის შეჯიბრების ფინალისტმა წინსვლა განაგრძო და ერთბაშად 5 ადგილით წინ წაიწია. მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს იტალიელ სარა ერანისაც - აპენინელი 4 საფეხურით დაწინაურდა და სადღეისოდ 12-ეა.
სარეიტინგო ქულები დააკლდა სერენა უილიამს, თუმცა, რეიტინგსიის ლიდერობას მაინც დამაჯერებლად ინარჩუნებს. რაც შეეხება მის უფროს დას, ვინუსი 6 ადგილით დაქვეითდა და ამჯერად მხოლოდ მეჩვიდმეტეა.
Emirates ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 13045
2 (2) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9205
3 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 5460
4 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 5425
5 (5) კეი ნიშიკორი (იაპონია) 5205
6 (6) მილოშ რაონიჩი (კანადა) 4980
7 (7) სტენ ვავრინკა (შვეიცარია) 4595
8 (8) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4660
9 (9) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4185
10 (11) გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) 3465
11 (10) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 3450
12 (12) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 2495
13 (14) ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) 2325
14 (13) ერნესტს გულბისი (ლატვია) 2125
15 (15) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 2125
16 (17) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2095
17 (16) რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) 2020
18 (18) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1750
19 (21) გაელ მონფისი (ბელგია) 1740
20 (19) ჯონ იზნერი (აშშ) 1720
WTA Tour Singles Rankings
1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 9592
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 8210
3 (4) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 6571
4 (3) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6395
5 (5) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4730
6 (6) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 4425
7 (7) ეჟენი ბუშარი (კანადა) 4365
8 (8) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 4025
9 (9) ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი) 3420
10 (10) ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 3150
11 (12) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 2650
12 (16) სარა ერანი (იტალია) 2641
13 (18) კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 2620
14 (13) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2585
15 (15) ლუსი შაფარჟოვა (ჩეხეთი) 2555
16 (14) ფლავია პენეტა (იტალია) 2506
17 (11) ვინუს უილიამსი (აშშ) 2366
18 (17) დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) 2236
19 (20) მედისონ კიზი (აშშ) 2100
20 (24) გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) 2095