ფეხბურთი

18:02 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისს “იუვენტუსის” დამარცხების სჯერა

გერმანული “დორტმუნდის” 25 წლის ლიდერმა მარკო როისმა გამოცემა “კიკერთან” საუბარში განაცხადა, რომ “დორტმუნდი” მისი ცხოვრებაა და დარჩენაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. გარდა ამისა, როისი მოახლოებულ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებასაც შეეხო.

“ბორუსიაში” დარჩენა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დორტმუნდი ჩემი ქალაქია. აქ ცხოვრობს ჩემი ოჯახი, აქვე მყავს მეგობრები. გუნდთან ერთად ბუნდესლიგის მოგება მსურს და გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მინდა გავხდე.

“იუვენტუსი”? – ორივე გუნდის შანსი თანაბარია. მე ვიტყოდი 50%-50%-ზე. ისინი დაცვის ხაზში ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათი დამარცხება შეგვიძლია”, - განაცხადა როისმა.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისმა გუნდთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ, 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

“იუვენტუსისა” და “დორტმუნდის” შეხვედრა კი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.119221