ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი მარსელო ბიელსა, ზაფხულში შესაძლოა “მარსელიდან” აიბარგოს – იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის პრეზიდენტს ვინსენტ ლაბრუნსა და მარსელო ბიელსას შორის შავმა კატამ გაირბინა. მიზეზი კი ისაა, რომ სატრანსფერო საკითხებზე ვერ თანხმდებიან. არგენტინელ თავკაცს პრეზიდენტი სასურველ მოთამაშეებს არ ყიდულობს, რითაც მარსელო უკმაყოფილოა და ამის გამო შესაძლოა დაკავებულ პოსტსაც შეელიოს.
შეგახსენებთ, რომ ბიელსა “მარსელში” გასული ზაფხულიდან მუშაობს. ამ მომენტისთვის მისი გუნდი ლიგა 1-ში მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ “ლიონს” ოთხი ქულით ჩამორჩება.