ჩოგბურთი

14:17 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები საჩოგბურთო რეიტინგებში

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგს სოფო შაფათავა ინარჩუნებს. ის 4 ადგილით დაქვეითდა და 231 ქულით 210-ე საფეხური უკავია.

შეგახსენებთ, რომ სოფოს კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გასული წლის სექტემბერში აქვს დაფიქსირებული, როდესაც 186-ე პოზიციას უწია. სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა:

214 (210). სოფო შაფათავა – 23 ქულა; 323 (321). ეკატერინე გორგოძე – 111; 394 (373). სოფო ქვაცაბაია – 81; 526 (527). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 690 (693). მარიამ ბოლქვაძე – 23; 899 (899). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1122 (1118). თამარ კუტუბიძე – 5; 1208 (1209). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში ყველაზე მძლავრი ქართული დესანტი იტალიაში იმყოფება, სადაც ბეინასკოს 25-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს.

კვალიფიკაციაში მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერმა მე-4 ნომრად განთესილი ხორვატი ტენა ლუკასი 6:1, 7:6 (7:1) დაამარცხა, შემდეგ კი მე-16 რეიტინგის მქონე შვეიცარიელ ლისა საბინოს 6:1, 6:4 სძლია და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც მე-6 ნომრად მიჩნეულ ჯიოლა ბარბიერის (იტალია) გაეჯიბრება.

პირდაპირ ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე. მე-7 რეიტინგის მქონე შაფათავა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბიანკა ტურატის (იტალია) ეთამაშება, ხოლო გორგოძე ძალებს ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ იტალიელ ფედერიკა პრატისთან მოსინჯავს.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და გერმანელი კრისტინა შაკოვეცი “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელებს – გრიმალსკას და პაირონეს დაუპირისპირდებიან, გორგოძე და ფრანგი ირინა რამიალისონი კი მე-2 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ შუურს და ჩილელ სეგუელს გაეჯიბრებიან.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 19 ადგილით დაქვეითდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ბოლო კვირეებია სხვადასხვა ტურნირების საკვალიფიკაციო ბადის დაძლევას ვერ ახერხებს.

182 (163). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 272 ქულა; 569 (545). ალექსანდრე მეტრეველი – 54; 875 (870). გიორგი ცივაძე – 18; 1221 (1221). გიორგი ჯავახიშვილი – 6; 1430 (1430). ალექსანდრე ბაკში – 3; 1722 (1720). ირაკლი მეტრეველი – 1;

0.115823