მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, ტრავმა მოირჩინა და ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
30 წლის ფეხბურთელს, გასულ ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო, მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ცოტა ხნის წინათ, იმედი გამოთქვა, რომ შვაინშტაიგერი გუნდს მალე დაუბრუნდებოდა და ასეც მოხდა. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის 31-ე ნომერი თანაგუნდელებთან ერთად მუშაობას შეუდგა.