იტალიის სერია A-ს XXIV ტური ერთდღიანი იძულებითი პაუზის შემდგომ განახლდა. როგორც მოგეხსენაბათ, შაბათს გასამართი გენუური დერბი “სამპდორიასა” და “ჯენოას” შორის ძლიერი წვიმის გამო 24 თებერვლისთვის გადაიდო.
კვირას გამართული მატჩები კი საინტერესო გამოდგა. ისევ ვერ მოიგო “რომამ”, რომელიც ლიდერ “იუვენტუსს” უკვე 9 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ, გამარჯვების გემო გაიხსენა ფილიპო ინძაგის “მილანმა”, ხოლო რომში “ლაციომ” სიცილიურ “პალერმოს” აჯობა.
სეზონის წინ დედაქალაქურ “რომას” ამბიციები არ აკლდა, თუმცა როგორც ჩანს წლეულსაც მეორე ადგილით მოუწევს დაკმაყოფილება. რუდი გარსიას გუნდს ფრეების სინდრომი შეეყარა. სერია A-ს უკანასკნელ 7 მატჩში “ჯალოროსიმ” მე-6 შეხვედრაში მოიპოვა ერთი ქულა. ამას თუ ევროპის ლიგაზე როტერდამის “ფეინოორდთან” დაზავებას დავუმატებთ, დავინახავთ, რომ “რომას” მოგებაც დაავიწყდა და წაგებაც. ამჯერად, “მგლები” “ჰელას ვერონას” დაუზავდნენ. არადა, სტუმრებმა კარგად დაიწყეს. 26-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ 25 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და იტალიის ჩემპიონატში 240-ე გოლი გაიტანა. “ვერონამ” მალევე გაათანაბრა. 38-ე წუთზე ჰალფრედსონის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბოშკო იანკოვიჩმა თავით ითამაშა, კარამდე ბურთი ჯერ დავიდე ასტორის, შემდეგ კი სეიდუ კეიტას შეეხო და ისე აღმოჩნდა მორგან დე სანტკისის კარში. დარჩენილ დროში თანაბარი თამაში იყო და გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. სტუმართაგან ზედ პირველი ნახევრის დასასრულს ადემ ლიაიჩის საჯარიმო დარტყმა ხარიხამ აისხლიტა, ხოლო მასპინძლებს ყველაზე რეალური შანსი მეორე ტაიმის დასაწყისში მიეცათ, როცა ჰალფრედსონის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან ვასილის ტოროსიდისმა გამოიტანა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. “რომას” 48 ქულა აქვს და “იუვენტუსს”, რომელსაც მომდევნო ტურში ეთამაშება 9 ქულით ჩამორჩება. ანდრეა მანდორლინის “ვერონა” კი 25 ქულით მე-15 ადგილზეა.
როგორც იქნა მოიგო “მილანმა”. თუმცა თამაშის ხარისხის მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. თანაც მილანელთა მეტოქე ჩემპიონატის აუტსაიდერი “ჩეზენა” იყო. ლომბარდიელებმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს. ანგარიში 22-ე წუთზე ჯაკომო ბონავენტურამ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან დიაგონალური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. სხვაობის გაორმაგება ინძაგის შეგირდებმა მატჩის ბოლო წუთზე მოახერხეს. 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯამპაოლო პაცინიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა. “მილანმა” ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილამდე აღზევდა. “ჩეზენა” კი 15 ქულით ისევ გასავარდნ ზონაში იმყოფება.
გულშემატკივრებს მცირე ქამ-ბექი შესთავაზა რომის “ლაციომ”. “არწივებმა” სიცილიურ “პალერმოს” მინიმალური სხვაობით აჯობეს. ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს. 26-ე წუთზე მასპინძელთა უკანახაზელ მაურისიოს უყურადღებო თამაში პაულო დიბალამ არ აპატია და თავისიანები დააწინაურა. სტეფანო პიოლის გუნდმა მალევე გაათანაბრა. 33-ე წუთზე საჯარიმოში შექმნილ არეულობაში პირველი “ლაციალეს” კაპიტანი სტეფანო მაური გაერკვა და ბურთი კარში გადაგზავნა. რომაელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულის მომტანი გოლის გატანა 78-ე წუთზე შეძლეს. გოლი კი ისეთი სილამაზის გამოვიდა ნებისმიერ შეხვედრას რომ დაამშვენებდა. ანტონიო კანდრევამ მარცხენა ფლანგზე ორი მეტოქე მოატყუა და საჯარიმოში შესულმა სტეფანო სორენტინოს შორეულ, მაღალ ცხრიანში გაუტანა. “ლაციოს” 40 ქულა დაუგროვდა და მინიმუმ ხვალამდე მესამე ადგილს ორ ქულამდე დაუახლოვდა. “პალერმო” კი 33 ქულით ცხრილის შუაში მშვიდად იმყოფება.
ფლორენციაში ადგილობრივმა “ფიორენტინამ” “ტორინოს” უმასპინძლა. შეხვედრა საინტერესო სანახავი გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, - 1:1 დასრულდა. “იებს” დაწინაურება მე-10 წუთზე შეეძლოთ, თუმცა ხუმა ბაბაკარმა პენალტის გატანა ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდმა წლეულს სერია A-ში სამიდან სამი თერთმეტმეტრიანი გააცუდა. გოლები კი მატჩის ბოლოს გავიდა. 85-ე წუთზე მასპინძლები შეცვლაზე შესულმა მოჰამედ სალაჰმა დააწინაურა. ფლორენცილებემა საქმე მომთავრებულად ჩათვალეს და დაისაჯნენ კიდეც. 88-ე წუთზე ჯუზეპე ვივესმა “ტორინოს” ქულა გადაურჩინა და წაუგებელი სერია შეუნარჩუნა. “ფიორენტინა” 35 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო ტურინულ გუნდს 33 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.
აუტსაიდერთა ჯახში “ემპოლი” ვერონას “კიევოზე” ერთი თავით ძლიერი აღმოჩნდა. მაურიციო სარის გუნდმა სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველ ტაიმში თავის გამოჩემა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა დანიელე რუგანიმ შეძლო, რომელმაც წლეულს მესამედ იხეირა. დარჩენილი ორი გოლი კი მეორე 45 წუთში გავიდა და ორივე ანგარიშზე ვეტერანმა მასიმო მაკარონემ ჩაიწერა. სწორედ მაკარონეს ნაცვლად გამოვიდა მოედანზე ტოსკანელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე, ვინაც მატჩის ბოლო 15 წუთი ითამაშა. “ემპოლის” 27 ქულა დაუგროვდა და სახიფათო ზონას მკვეთრად მოშორდა. “კიევო” კი 24 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
24-ე ტურში კიდევ ოთხი შეხვედრაა გასამართი. “ნაპოლი” – “სასუოლოსა” და “კალიარი” – “ინტერის” მატჩები 23 თებერვალს გაიმართება, “სამპდორია” – “ჯენოა” კი 24 თებერვალს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება “პარმასა” და “უდინეზეს” დაპირისპირება.
“ვერონა” – “რომა” 1:1 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 17.953
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მარკესი, მორასი, ბრივიო; იონიტა (ობადი 69), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი (ლაზაროსი 84), ტონი, იანკოვიჩი (გრეკო 69)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი (ტოროსიდისი 40), მანოლასი, ასტორი, კოული; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი (ვერდე 83); ჟერვინიო, ტოტი (დუმბია 66), ლიაიჩი
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 ტოტი (26), 1:1 იანკოვიჩი (38)
გაფრთხილება: იანკოვიჩი (3), გომესი (69) – კოული (68), მანოლასი (86), ნაინგოლანი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 15 (8) ბურთის ფლობა: 29%-71% კუთხურები: 6:8 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“მილანი” – “ჩეზენა” 2:0 (1:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 42.000
“მილანი” (4-3-1-2): აბიატი; რამი, ბონერა, ბოკეტი, ანტონელი; პოლი, დე იონგი, მონტოლივო (ვან გინკელი 80); ბონავენტურა; მენეზი (ჩერჩი 86), დესტრო (პაცინი 63)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; ნიკა (კაპელი 66), ლუკინი, ვოლტა, რენძეტი; ჯორჯი, დე ფეუდისი (კარბონერო 74), ზე ედუარდო (მუდინგაი 42); ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გოლები: 1:0 ბონავენტურა (23), 2:0 პაცინი (90, პენ)
გაფრთხილება: ბოკეტი (32) – ლუკინი (8), ნიკა (62), ვოლტა (88), კარბონერო (90), მუდინგაი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:4 გაფრთხილება: 1:5
მსაჯი: დინო ტომაზი
“ემპოლი” – “კიევო” 3:0 (1:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
მაყურებელი: 9.500
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო (სინიორელი 83); საპონარა (ზიელინსკი 58); ტავანო, მაკარონე (მჭედლიძე 74)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; ბირსა (პალოსკი 46), იცკო, რადოვანოვიჩი (ფეტფაძიდისი 65), ჰეტემაი; ბოტა, მეჯორინი (პელისიერი 64)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 რუგანი (22), 2:0 მაკარონე (46), 3:0 მაკარონე (67)
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (36), ბოტა (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 10 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 9:3 გაფრთხილება: 0:2
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“ლაციო” – “პალერმო” 2:1 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 29.000
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; კავანდა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; პაროლო, ბილია (ლედესმა 60), კატალდი; კანდრევა (ონაზი 81), კლოზე (კეიტა 74), მაური
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, ტერცი; მორგანელა (რისპოლი 85), ბარეტო, იაიალო, ქუაისონი (ბელოტი 75), ლაზაარი (დაპრელა 70); ვასკესი, დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 0:1 დიბალა (26), 1:1 მაური (33), 2:1 კანდრევა (78)
გაფრთხილება: პაროლო (36), რადუ (61), მაურისიო (63) – ქუაისონი (24), იაიალო (60), ბარეტო (90, 90), რისპოლი (90)
გაძევება: ბარეტო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 10 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:2 გაფრთხილება: 3:5 გაძევება: 0:1
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ფიორენტინა” – “ტორინო” 1:1 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 27.000
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; როზი (ხოაკინი 56), ბადეი, აკვილანი, ვარგასი; ილიჩიჩი, დიამანტი (სალაჰი 66); ბაბაკარი (ჯილარდინო 78)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, იანსონი, მორეტი; პერესი, ბენასი (გაცი 75), ვივესი, ფარნერუდი (ამაური 86), მოლინარო; კვალიარელა (მარტინესი 65), მაქსი ლოპესი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 1:1 ვივესი (88)
გაფრთხილება: დიამანტი (34) – ვივესი (10), პერესი (35), ბენასი (50), მორეტი (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:1 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: მარკო გუიდა
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.