"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა კლუბთან ახალი კონტრაქტს მხოლოდ მაშინ გააფორმებს, თუკი, მასში კონკრეტული გამოსასყიდი თანხა იქნება მითითებული. AS-ის ინფორმაციით, ესპანელი კარის დარაჯი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაშვებას ითხოვს, ინგლისურ გრანდში კი თვლიან, რომ აღნიშნული თანხა 65 მილიონზე ნაკლები არ უნდა იყოს. მცირე ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მხარეებმა კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც სჩანს, საქმე ბოლომდე არ მისულა. დე ხეას მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება და მადრიდის "რეალი" აქედანვე არ მალავს, რომ მის ხელში ჩაგდებას უფასოდ აპირებს.