ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში დაწყებული პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 503 810 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
Dubai Duty Free Tennis Championships-ის კვალიფიკაციაში მე-8 ნომრად განთესილი ბასილაშვილი საწყის რაუნდში რუმინელ მარიუს კოლიპს დაუპირისპირდა და 3:6, 6:7 (1:7) დამარცხდა, არადა, მე-2 სეტში 4:1-ს იგებდა.