კალათბურთი

23:15 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა-მ სამარაში გაისეირნა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. მოსკოველები კიდევ ერთ რუსულ კლუბ “კრასნიე კრილიას” ესტუმრნენ და სამარელები 85:41 გაანადგურეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 18:13 წუთში კი 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

მარკოიშვილმა 3-ვე ორქულიანი ჩააგდო, თითო სამქულიანი და საჯარიმო ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადში მყოფი 12-ვე კალათბურთელი დაასაქმა და მინიმუმ 3 ქულის ჩაგდება ყველამ მოახერხა.

მანუჩარის გუნდმა 3 მარცხის წილ მე-19 გამარჯვება იზეიმა და ვთბ-ლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 მარტს, შინ, რიგის ვეფ-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.116181