გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩი “ჰამბურგი” “მიონხენგლადბახს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, შეხვედრის 25-ე წუთზე კი “ჰამბურგის” ხორვატმა შემტევმა ივიცა ოლიჩმა ტრავმა მიიღო.
ხორვატი თანაგუნდელმა რუდნევსმა შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ოლიჩის დაზიანება. ოლიჩი იანვრის თვეში “ვოლფსბურგიდან” გადავიდა “ჰამბურგში” და 5 მატჩიც ჩაატარა.