La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთი ფედერაცია “პარმას” 5 მილიონ ევროს ასესხებს, რათა გუნდმა მოახერხოს სერა ა-ს მიმდინარე სეზონის დასრულება.
წყაროს ცნობით, თუ კლუბი გაკოტრდა, მაშინ “პარმას” ყოველ თამაშში ტექნიკური წაგება 0:3 დაეწერება.
გუნდს ფინანსური პრობლემების აქვს, კლუბის მესვეურები ფეხბურთელებს ხელფასებს ვერ უხდიან. “პარმა” – “უდინეზეს” შეხვედრა, სწორედ ემილიელთა მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო გადაიდო გაურკვეველი ვადით.
“პარმას” ფინანსური კრიზისი გუნდის შედეგზეც აისახა, გუნდი სერია ა-ში 10 ქულით უკანასკნელ, მე-20 ადგილზე იმყოფება.