მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერმა იტალიელმა ფაბიო ფონინიმ თიხის მეფედ წოდებული ესპანელი რაფაელ ნადალი რიოს ტურნირის ნახევარფინალში 1:6, 6:2, 7:5 დაამარცხა.
მატჩი 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ფონინიმ 2 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაფაელმა 6 ორმაგი შეცდომა დაუსვა, ესპანელს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია.
“პირველ სეტში ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სტაბილურობა მაკლდა. მეორე სეტში დაღლილობა ვიგრძენი, რაც ჩემთვის უჩვეულოა. წაგებას უნდა შევეგუო და მომავალი ტურნირებისთვის უკეთ მოვემზადო.” - განაცხადა ნადალმა.
ფაბიო ფონინი გახდა მე-17 ჩოგბურთელი, რომელმაც რაფაელ ნადალი მის საყვარელ თიხის საფარზე დაამარცხა. სია ასეთია: როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რობინ სოდერლინგი, დავიდ ფერერი, ფერნანდო ვერდასკო, ნიკოლას ალმაგრო, ხუან კარლოს ფერერო, გასტონ გაუდიო, იგორ ანდრეევი, გილერმო კორია, ორასიო სებალოსი, კარლოს მოია, ნიკოლას ლაპენტი, ფერნანდო გონსალესი, ალექს კორეჩა, ოლივიე მუტისი და ფაბიო ფონინი.