ბექა ბურჯანაძის “კორუნამ” ესანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში აუტსაიდერი “კლინიკას რინკონი” მიიღო და იოლად – 78:57 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 21 წუთში კი 7 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ბურჯანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 11-ს უწია, რითაც ის გამარჯვებულთა რიგებში მხოლოდ კაილ როულის ჩამორჩა. ტრინიდადის და ტობაგოს წარმომადგენელმა ცენტრმა 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
“კორუნამ” 9 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 თებერვალს სტუმრად “ოურენსესთან” ჩაატარებს.