ბელგიის ეროვნული ნაკრების და გერმანული “ვოლსბურგის” შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი შესაძლოა კვლამ ინგლისის პრემიერლიგაში აღმოჩნდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” აცხადებს.
“ქალაქელები” მზად არიან ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ “მგლებს” 40 მილიონი გირვანქა გადაუხადონ ან ტრანსფერში ედინ ჯეკო ჩართონ. ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნდება გერმანელებსაც სურთ და დიდი ალბათობით დე ბრუინის ტრანსფერი “სიტიში” ზაფხულში შედგება.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ბელგიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.