ფეხბურთი

11:22 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” 2 მატჩში 14 გოლი 1976 წლის შემდეგ პირველად გაიტანა

ბუნდესლიგის ბოლო 2 მატჩში მიუნჰენის “ბაიერნმა” 14 გოლი გაიტანა, რაც გუნდმა თავის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1976 წლის სექტემბერში მოახერხა.

ბუნდესლიგის 21-ე ტურში “ბაიერნმა” შინ “ჰამბურგი” 8:0 გაანადგურა გუშინ კი, 22-ე ტურში, “რეკორდმაისტერმა” გასვლაზე “პადერბორნი” არ დაინდო - 6:0.

“ბაიერნი” 17 მოგებით, 4 ფრით და 1 წაგებით ბუნდესლიგის ლიდერია. უახლოესი მდევარი “ვოლფსბურგი” მიუნჰენელებს 11 ქულით ჩამორჩება.

0.124729