ჭადრაკი

22:01 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ აუტსაიდერობას თავი დააღწია

დაძაბულად მიმდინარეობს ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის სერიის მესამე ეტაპი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. დღეს, სასტუმრო “ქორთიართ მერიოტში” მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. ოთხი ტურის შემდეგ გამოცხადებული ერთდღიანი შესვენების დასრულების შემდეგ ბევრად უკეთ ათამაშდა ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ბაადურ ჯობავა. წინა ტურში მან შაჰრიარ მამედიაროვს (აზერბაიჯანი) მოუგო, ახლა კი შავებით ჰოლანდიელ ანიშ გირს დაუზავდა, რომელიც მიმდინარე ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი. ექვსი ტურის შემდეგ ჯობავას 2 ქულა დაუგროვდა, დმიტრი ანდრეიკინს (რუსეთი) 0,5 ქულით გაუსწრო და პირველად მიმდინარე ტურნირზე აუტსაიდერობას თავი დააღწია.

რაც შეეხება ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერს ევგენი ტომაშევსკის (რუსეთი), ზედიზედ მეორე ტურია ყაიმს აკეთებს, მაგრამ ლიდერობას, თანაც ერთ ქულიანი სხვაობით, კვლავ ინარჩუნებს. ამჯერად იგი შავებით უშუალო მდევართა შორის მყოფ კუბელ ლეინერ დომინგეს პერეს დაუზავდა. ამ უკანასკნელს მომდევნო მეშვიდე ტურში მეტოქედ ჯობავა ეყოლება, რომელიც თეთრებით ითამაშებს.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ანიშ გირი (ჰოლანდია) – ბაადურ ჯობავა (საქართველო) 0,5-0,5

შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი) 0,5-0,5

თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) – ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) 1-0

ლეინერ დომინგეს პერესი (კუბა) – ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) 0,5-0,5

პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 1-0

მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) 0,5-0,5

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი

ჯობავა – დომინგესი

ტომაშევსკი – სვიდლერი

ანდრეიკინი – ვაშიე-ლაგრავი

კასიმჯანოვი – რაჯაბოვი

იაკოვენკო – გირი

გრიშჩუკი – მამედიაროვი

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ

I ტომაშევსკი 4,5 ქულა

II-VI იაკოვენკო, კასიმჯანოვი, გირი, დომინგესი, რაჯაბოვი, 3,5-3,5

VII გრიშჩუკი 3

VIII-X სვიდლერი, მამედიაროვი, ვაშიე-ლაგრავი 2,5-2,5

XI ჯობავა 2

XII ანდრეიკინი 1,5

0.117407