ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის საფეხბურთო კლუბი “ვესტ ჰემი” 30 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა. “საუთჰემპტონსა” და “ჩაქუჩებს” შორის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩის 61-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ლონდონელების მეკარე ადრიანს წითელი ბარათი უჩვენა, რაზეც ფეხბურთელებს მწვავე რეაქცია ჰქონდათ.
სწორედ მოედანზე მოთამაშეების აგრესიული საქციელის გამო დასაჯა ასოციაციამ პრემიერლიგის მე-8-ადგილოსანი გუნდი. აღნიშნული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.