საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ევროპის ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩისთვის თურქეთში მოემზადება.
პირველ შეხვედრაში კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, “დნიპრომ” საბერძნეთის “ოლიმპიაკოსი” 2:0 დაამარცხა და 50-ე წუთზე ანგარიში კანკავამ გახსნა.
დნეპროპეტროვსკელები თურქეთში 25 თებერვლამდე დარჩებიან და შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრებიან. 23 თებერვალს “დნიპრო” ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.