გერმანიის საფეხბურთო მესამე ლიგის 26-ე ტურში, “ჰალეშერმა”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, სტუმრად დორტმუნდის “ბორუსია 2”-თან 1:1 ითამაშა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 90-ე წუთი ითამაშა და 62-ე წუთზე გააფრთხილეს.
საფრანგეთის ლიგა ნაციონალის (მესამე ლიგა) 22-ე ტურში “პარიზმა”, სადაც ამირან სანაია ირიცხება, სახლში “დუნკერკს” 2:1 აჯობა. ზედიზედ მეორე მატჩი ქართველ მარცხენა მცველს პარიზელებში არ უთამაშია. “პარიზი” 18-გუნდიან მესამე ლიგას 44 ქულით ლიდერობს.