ძიუდო

19:43 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და მარგველაშვილი ბრინჯაოს მიუახლოვდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) დიუსელდორფში დღეს დაწყებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან პრიზე ბრინჯაოს ფინალში იჭიდავებენ.

ძირითად ბადეში გამოსვლა ორივემ ნახევარფინალში დაასრულა. რეპეშაჟის ფინალში კი პაპინაშვილი ყაზახ რუსტამ იბრაიევს დაუპირისპირდება, ხოლო მარგველაშვილი - რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს.

დღესვე გერმანულ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა. ლაშა გიუნაშვილი (60 კგ) და თორნიკე თათარაშვილი (66 კგ) ტურნირს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

0.134574