კალათბურთი

16:00 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დანკანი რეკორდებში ტრიალებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, “სან ანტონიო სპურზის” ლეგენდარულმა ფორვარდმა ტიმ დანკანმა “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” მატჩში 30 ქულა ჩააგდო და ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა, ვირჯინიის კუნძულების წარმომადგენლის აქტივში 25 628 ქულაა, უშუალოდ მის წინ კი, ასევე მოქმედი კალათბურთელები – კევინ გარნეტი (25 911) და პოლ პირსი (25 670) არიან.

ისიც ვთქვათ, რომ გასულ მატჩში მოგროვებული 30 ქულის და 11 მოხსნის წყალობით, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დანკანი მე-5 გახდა ხნიერ მოთამაშეთა სიაში, რომელთაც “30+10” სისტემით ორმაგი დუბლი გაიფორმეს. თამაშის დღეს ტიმს 38 წლის და 301 დღის გახლდათ.

აღნიშნულის მიხედვით, რეკორდსმენი მაიკლ ჯორდანია, რომელსაც ამგვარი დაბლ-დაბლი 4-ჯერ შეუსრულებია.

0.161906