მინსკის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ქართველ ლეგიონერს გიორგი ფოფხაძეს კიდევ დააკვირდება. ამის შესახებ ჩეხმა სპციალისტმა მოსკოვის “სპარტაკთან” წაგებული (0:1) ამხანაგური მატჩის მერე ბელარუსული კლუბის ვებგვერდთან განაცხადა.
“განვლილ მატჩში ახალ ფეხბურთელებს ფოფხაძესა და ედიგარიანს დავაკვირდით. მათ შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ. კიდევ დავაკვირდებით” – თქვა უჰრინმა.
ფოფხაძემ “სპარტაკთან” ორი ტაიმი ითამაშა და 39-ე წუთზე გააფრთხილეს.