თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ყაზახეთის პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბმა “კიზილ-ჟარმა”, სადაც დავით ჩაგელიშვილი გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის პერმის “ამკარის” დუბლშემადგენლობა 4:0 დაამარცხა.
28 წლის ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებულთა რიგებში ორი გოლი გაიტანა. მიმდინარე ზამთარში ჩაგელიშვილმა “კიზილ-ჟართან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ხსენებული კლუბის ღირსებას იცავდა და 44 მატჩში მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.