ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მესვეურები პორტუგალიელ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან სეზონის ბოლოს 4 წლით კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ.
წყაროს ცნობით, მოურინიოც თანახმაა ზაფხულში ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
მოურინიო “ჩელსიში” 2013 წელს დაბრუნდა. აქამდე პორტუგალიელ სპეციალისტს “ბენფიკა”, “ლეირია”, “პორტო”, “ჩელსი”, “ინტერი” და “რეალი” გაუწვრთნია.