ფეხბურთი

11:57 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომში “ფეინოორდის” 23 გულშემატკივარი დააკავეს (+ფოტოკოლაჟი)

19 თებერვალს, “რომასა” და “ფეინოორდს” შორის გამართულ ევროპის ლიგის 1/16-ფინალის მატჩამდე, რომში ინციდენტი მოხდა. ჰოლანდიელმა გულშემატკივრებმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილის “ესპანური კიბეების” მიმდებარე ტერიტორიის შენობები დააზიანეს და პოლიციას ბოთლები დაუშინეს.

სამართალდამცავები “ფეინოორდის” აგრესიულ ფანებს ცრემლსადენი გაზით შეეწინააღმდეგნენ და 23 ნიდერლანდელიც დააკავეს. ქალაქის მერის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია. ქალაქის მმართველობის ერთ-ერთმა წევრმა ლივიო რიკიარდელიმ კი ზარალის ანაზღაურება ჰოლანდიურ კლუბს მოთხოვა.

ევროპის ლიგის პლეი-ოფში “რომასა” და “ფეინოორდს” შორის პირველი დაპირისპირება “სტადიო ოლიმპიკოზე” ფრედ 1:1 დასრულდა.

0.463115