ტიხვინის “ტოსნო”, სადაც მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველები გიორგი ნავალოვსკი, გურამ თეთრაშვილი და ფორვარდი ოთარ მარცვალაძე გამოდიან, რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) თასის მე-3 ტურში კალინინგრადის “ბალტიკასთან” 0:2 დამარცხდა.
გუნდში მყოფი ქართველებიდან სასტარტოში რუსეთის მოქალაქე თეთრაშვილი და ნავალოვსკი იყვნენ. პირველი, შესვენების მერე მოედანზე არ გამოჩენილა, მეორემ სრულად ითამაშა. რევიშვილმა და მარცვალაძემ მეორე 45 წუთი ჩაატარეს. ამ მარცხის მერე, “ტოსნო” ხსენებულ თასზე მხოლოდ მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის იბრძოლებს.