მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის ეგიდით ტალინში “კალევი” 113:79 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი სტუმართა განაცხადში არ ყოფილა.
თამაში ძალიან უხვქულიანი გამოდგა და მოსკოველებს 3 ქულაც რომ ჩაეგდოთ, ტურნირის ყველა დროის რეკორდს დაამყარებდნენ.
ცსკა-ს მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მოაგროვა, საუკეთესონი კი ფრანგი ნანდო დე კოლო (21 ქულა), ამერიკელი სონი უიმსი (19) და რუსი ანდრეი ვორონცევიჩი (18) იყვნენ.
რუსულმა გრანდმა 18 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 თებერვალს ასევე სრუმრად “კრასნიე კრილიასთან” გამართავს.