ფეხბურთი

23:02 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსს” მილიკის გამოსყიდვა სურს

ამსტერდამის “აიაქსს” გერმანული “ლევერკუზენის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის არკადიუშ მილიკის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა სურს – იუწყება ცნობილი გამოცემა De Telegraaf–ი.

პოლონელმა ფორვარდმა ჰოლანდიურ გრანდში შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. “აიაქსის” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ მასში 2.6 მილიონი ევრო გაიღოს.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ფორვარდმა 25 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

0.109484