ფეხბურთი

21:30 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩმა ვარჯიში განაახლა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სრულფასოვნად ივარჯიშა.

მოგეხსენებათ, რომ ლუკა ნოემბერში სანაკრებო შეკრებისას დაშავდა და მას შემდეგ ტრავმირებულია. დღეს ხორვატმა მოთამაშემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ბურთითაც გაისარჯა. გამორიცხული არაა, რომ 29 წლის ნახევარმცველი “ელჩესთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში იყოს.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 17 შეხვედრა ჩაატარა და 1 გატანილითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.135159