ფეხბურთი

20:10 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე მინდორს 10-12 დღეში დაუბრუნდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოედანს დაახლოებით 10-12 დღეში დაუბრუნდება. ამის შესახებ მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

რამდენიმე დრის წინ, ანანიძე ტრნავის “სპარტაკთან” ამხანაგური მატჩის დაწყებამდე მოთელვაზე დაშავდა, როდესაც კარში ბურთი დაარტყა. მას მარჯვენა ბარძაყის ორთავა კუნთი მცირედით გაწყვეტილი აქვს.

0.113265