ფეხბურთი

19:20 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტერი ახალ კონტრაქტს ელის

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ ინგლისურ გამოცემა “დეილი სტართან” საუბარში განაცხადა, რომ გუნდში დარჩენა სურს და კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავს.

“მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა, მაგრამ მესმის, რომ კლუბს პირველ რიგში აზარის კონტრაქტის გაგრძელება სურდა. გუნდში დარჩენა მინდა, თუნდაც ერთწლიანი კონტრაქტი იყოს. შემდეგ კი სეზონიდან სეზონამდე ვნახოთ რა მოხდება”, - განაცხადა ტერიმ.

ჯონ ტერი ლონდონური გუნდის სიმბოლოა. იგი გუნდს 2003 წლიდან მოყოლებული კაპიტნობს. 34 წლის ფეხბურთელს “არისტოკრატებთან” მიმდინარე ხელშეკრულება მაისში ეწურება.

0.129257