ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ახლო წარსულში ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს თავისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდოს.
“40 ნ 48 გუნდი? – რატომაც არა. უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და თანაც, ტურნირი რამდენიმე კვირით დიდ ხანს გაგრძელდება”, - განაცხადა ლონდონში მყოფმა ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტობისთვის ფუგის გარდა, ზეპ ბლატერი, ჟერომ შამპანი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი და მიხაელ ვან პრააგი იბრძოლებენ.