როგორც “დეილი ექსპრესი” იუწყება, ინგლისური ფეხბურთის გრანდები ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” 19 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდის რობერტ კენედის შეძენისთვის იბრძოლებენ.
გავრცელებული ინფორმაციით კენედის შეძენის სურვილი ასევე აქვს გერმანულ “ვოლფსბურგს”.
“ფლუმინენსეს” ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 5 მილიონი გირვანქა სახელდება. ბრაზილიელი ფორვარდი ამპლუით ფორვარდია, თამაშობდა ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში, ამჟამად კი ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.