ინგლისური გამოცემა “დეილი სტარის” ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელ დამრიგებელს საკუთარ გუნდში თანამემამულე ნაიჯელ დე იონგის ხილვის სურვილი აქვს. “წითელი ეშმაკები” ფეხბურთელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
დე იონგს “მილანთან” მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და “იუნაიტედსაც” მისი დამატება უფასოდ შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ნახევარმცველს პრემიერლიგაში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს. იგი “როსონერიმდე” მანჩესტერის მეორე გუნდის, “სიტის” ღირსებას იცავდა.