ფეხბურთი

16:19 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დევდარიანმა იტალიაში წამსვლელები დაასახელა

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა იმ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა, რომლებსაც 23 თებერვალს იტალიაში წაიყვანს, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან 25 თებერვალს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დევდარიანის არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი), ბექა ქურდაძე (“საბურთალო”).

მცველები: ზურაბ მალანია (“შუქურა”), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა “საბურთალო”), გიორგი თევზაძე (“სამტრედია”), გიორგი დუმბაძე (“ლოკომოტივი”), აკაკი შულაია (“მერანი”).

ნახევარმცველები: გიორგი კილასონია (“მეტალურგი”), გიორგი ხარაიშვილი (“საბურთალო”), დემურ ჩიხლაძე (“ლოკომოტივი”), ცოტნე მესხი (“შუქურა”), გიორგი ბერიძე (“ზესტაფონი”), ლუკა ზარანდია (“გენკი”, ბელგია)

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (“ემპოლი”, იტალია), ილია კერძევაძე (“სამტრედია”).

21 თებერვალს 19-წლამდელები სასტუმრო “ბომონდ გარდენში” შეიკრიბებიან, ხოლო 23 თებერვალს დილას იტალიაში გაფრინდებიან, სადაც რომთან ახლოს ქალაქ გენზანოში დაბინავდებიან. ლეგიონერები ზარანდია და ჭანტურია გუნდს ადგილზე შეუერთდებიან.

25 თებერვალს თბილისის დროით 17:30 საათზე ქართველი 19-წლამდელები იტალიელებს დაუპირისპირდებიან.

0.115815