L’Equipe-ს ცნობით, პსჟ-ს გუნდის 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლუკას მოურა გუნდს თვით დააკლდება. წყაროს ცნობით, მოურას საზარდულის ტრავმა აწუხებს, რომელიც ფეხბურთელმა “კაენთან” (2:2) მატჩში მიიღო.
მოურა პარიზულ კლუბში 2013 წელს “სან პაულოდან” გადავიდა. მცველი 2011 წლიდან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრია. მოურას “სელესაოში” 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გატანილი.