ჩოგბურთი

14:52 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა პირველი რაუნდი დასძლია

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირზე ალექსანდრე მეტრეველმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – შვედი ფრედ სიმონსონი 6:2, 7:6 (7:0) დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ – ჩეხ რობინ სტანეკს ეთამაშება.

ამ უკანასკნელმა საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ადრიენ ბოსელს 6:0, 6:0 მოუგო. ქართულ-ჩეხური დაპირისპირება დღეს შედგება.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და ისრაელის წარმომადგენელმა ბარ ცუფ ბოტცერმა “უაილდ ქარდის” მქონე თურქები – ალტუნა და ჰაილაზი 7:5, 4:6, 10:8 დაჯაბნეს და მეოთხედფინალში ლატვიელების – იანის და მარტინს პოძუსების წინააღმდეგ დადგებიან.

0.112797